დარია ბილოდიდი: ,,კიევში სროლების ხმამ გამაღვიძა, ჩვენ სიცოცხლე გვსურს"
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო და როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, რუსული აგრესიის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში არსებულ ვითარებას 21 წლის უკრაინელი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დარია ბილოდიდი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა:
დღეს დილით, 6 საათზე, კიევში სროლის ხმამამ გამაღვიძა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მეშინია. ჩემი ოჯახისთვისა და ქვეყნისთვის ვლოცულობ. რუსეთმა ჩვენი დაბომბვა დაიწყო, ომი დაიწყო!
ბოლო დრომდე არ მჯეროდა, რომ ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. რატომ? რატომ ართმევთ ადამიანებს სიცოცხლეს? რუსეთო და ბელორუსო, გაჩერდით! ჩვენ მშვიდობა გვსურს, გვინდა, რომ ვიცოცხლოთ!
View this post on Instagram
გამთენიისას, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთით დაიწყეს, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.