BILD-მა გაზპრომის ლოგო ,,თავისუფლება უკრაინას" ბანერით გადაფარა
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე, უკრაინაში ომი წამოიწყო.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, რუსული აგრესიის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
იქამდე, პოპულარული გერმანული გამოცემა - BILD-ი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხი გაავრცელა. გამოცემამ საფეხბურთო კლუბ შალკეს ფორმაზე გუნდის სპონსორის, რუსული გაზპრომის ლოგო ,,თავისუფლება უკრაინას" ბანერით გადაფარა.
მოგეხსენებათ, გაზპრომი შალკეს გენერალური სპონსორი 2007 წლიდანაა.
In some interesting news from Germany, BILD are refusing to show Schalke's Russian shirt sponsor Gazprom in their paper or on their website, instead replacing the logo with a "Freedom for Ukraine" message pic.twitter.com/i8LWBNrEuY
— FootballJOE (@FootballJOE) February 23, 2022
გამოცემამ ითხოვა, რომ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი რუსეთი აღარ იყოს და ტურნირის მსველელობისას გაზპრომის ნებისმიერი სახის რეკლამა აიკრძალოს.
ბოლო დღეების მანძილზე მედია აქტიურად წერდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აქტიურად იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, შეძლებს თუ არა რუსეთი არსებული პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობას. საეჭვო ვითარებების დროს როგორც წესი, UEFA პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ლოკაციებს ცვლის. ის, რომ UEFA-ს ლოკაციების სწრაფი ცვლილება არ უჭირს, გასულ წელსაც დამტკიცდა, როდესაც მატჩამდე 1 თვით ადრე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფინალური შეხვედრა სტამბოლიდან პორტოში გადავიდოდა.
ჯერ-ჯერობით კი ოფიციალურად ცნობილია, რომ სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენამ, რომელიც 68 000-მდე გულშემატკივარს უტევს, გადამწყვეტ მატჩს 28 მაისს უნდა უმასპინძლოს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები 2023 წელს ათათურქის არენაზე (სტამბოლი), 2024 წელს უემბლიზე (ლონდონი), ხოლო 2025 წელს - ალიანც არენაზე (მიუნხენი) უნდა გაიმართოს.