ევროპის თასი: სამბისტებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Aa
Aa

ევროპის თასი: სამბისტებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამბისტთა ევროპის თასზე ქართულმა დელეგაციამ 13 თებერვალს 6 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს იყო.

ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის 80 კგ. კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა. მამაკაცთა შორის 79 კგ-ში ბესარიონ ბერულავამ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო მოუტანა.

რაც შეეხება ვერცხლის მედლებს, 79 კგ-ში ომარ ნიაზაშვილმა, 98 კგ-ში პაატა ღვინიაშვილმა და 64 კგ-ში გიორგი ნასყიდაშვილმა საქართველოს ნაკრებს სამი მედალი მოუტანეს.

79 კგ. კატეგორიაში გიორგი კანკავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს დავით ლორიაშვილმა (+98) მესამე ადგილი დაიკავა, მინდია ლილუაშვილმა (71 კგ.) კი თავის წონაში ყველას აჯობა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ლილუაშვილმა სომეხ კარლენ მაჰინიანს 4:0 სძლია.

ტურნირის პირველ დღეს კიდევ ერთმა ქართველმა სამბისტმა მოიპოვა მედალი, გიორგი ზაქარიაძე +98 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქალთა შორის, ელენე ქებაძემ, რომელიც +80 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

არველაძე „ჰალ სიტიში“

ქართველმა სპეციალისტმა სადებიუტო მატჩი „სუონსის“ 2:0 მოუგო, თუმცა ამის შემდეგ წარუმატებელი პერიოდი დაიწყო. „ჰალმა“ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო, თანაც ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული მედია:
რუსული მედია: "ჰასკაბანოვიჩს კვარაცხელიას ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია"