მორიგი მარცხი - მამარდაშვილმა ვალენსიას ვერ უშველა
Aa
Aa

მორიგი მარცხი - მამარდაშვილმა ვალენსიას ვერ უშველა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ძირითად შემადგენლობაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა. სილესენის ტრავმის გამო, უკანასკნელ 3 მატჩში „ღამურების“ კარი ქართველმა მეკარემ დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირისპირება ქართველი კიპერისთვის გამორჩეული არ ყოფილა. შეხვედრის საწყის წუთებზე კარგი „სეივი“ შემოგვთავაზა, თუმცა ამის შემდეგ ორი გაშვებული გოლის მიუხედავად ბევრი საქმე არ ჰქონდა.

„ვალენსიას“ კარში პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა. სტანდარტული სიტუაციის დროს, გიორგის ახლოდან დაურტყეს, რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ მცველებს მამადუ ლოუმი გამოეპარათ და დამატებაზე ცარიელ კარში გაიტანა.

მეორე ტაიმში, ბორდალასის შეგირდები გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გონსალო გედეშმა ზუსტად შეასრულა. წონასწორობა აღსდგა, მაგრამ მატჩის მიწურულს, „ალავესმა“ კიდევ ერთხელ გაიტანა. მამარდაშვილს გუნდის გადარჩენის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, რადგან „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა.

20 წლის ქართველმა კუთხე ვერ გამოიცნო, გამოცდილმა ხოსელუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 24 ტურის შემდეგ, 30 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები