EXCLUSIVE | რა სიახლე გველოდება ახალ საფეხბურთო სეზონში
Aa
Aa

EXCLUSIVE | რა სიახლე გველოდება ახალ საფეხბურთო სეზონში

2022 წლის საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს, სუპერთასის მატჩით განახლდება, სადაც  საქართველოს ჩემპიონი, დინამო ბათუმი საქართველოს თასის მფლობელ თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდება. 

საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგა, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სტარტს 25 თებერვალს აიღებს, ხოლო კრისტალბეთ ლიგა 2-ის განახლების თარიღი 1 მარტია.

საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2: მერანი მარტვილი, მერანი თბილისი, რუსთავი, სამტრედია, შევარდენი 1906, შუქურა, ვიტ ჯორჯია, დინამო ზუგდიდი, გარეჯი, სპაერი;

CrystalSport-ის ინფორმაციით, ახალ საფეხბურთო სეზონში სიახლეები სწორედ ლიგა 2-ს შეეხება, რომელზეც აქტიური მსჯელობა მიდის. უფრო კონკრეტულად, 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 და მე-10 პოზიციაზე გასული გუნდები  დაბალ ლიგაში დაქვეითდებიან, ხოლო მე-7 - მე-8 პოზიციაზე მყოფი გუნდებისთვის პლეი-აუტის სისტემა ამოქმედდება. 

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, გუნდებმა სიახლის შესახებ უკვე შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლიგა 2-ის გამარჯვებული სიონი გახდა, რომელმაც 36 ტურში თავი 81 ქულას მოუყარა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა. 26 გამარჯვება, 3 ფრე, 7 მარცხი, 74 გატანილი და 36 გაშვებული ბურთი - ასეთი გახლდათ ბოლნისური კლუბის მონაგარი.

ქვეყნის ჩემპიონი კი დინამო ბათუმია, რომელისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. 

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო"