რუბინის დირექტორი: ''ხვიჩას ფასი უცვლელია - 20 მილიონი ევრო''
Aa
Aa

რუბინის დირექტორი: ''ხვიჩას ფასი უცვლელია - 20 მილიონი ევრო''

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა არ შეცვლილა, ''რუბინი'' მის გაყიდვას მხოლოდ 20 მილიონ ევროდ გეგმავს.

''რომელ გუნდებს ჰქონდათ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი? ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს. ასევე, პრემიერ ლიგის ორ გამორჩეულ გუნდს, თუმცა საქმე არ მისულა კონკრეტულ წინადადებამდე, საფინალო შემოთავაზებამდე. კონკრეტული წინადადების შემთხვევაში ხვიჩას ასი პროცენტით გავყიდიდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ხვიჩა სუპერტალანტია, რომელიც ძლიერ ევროპულ კლუბში უნდა წავიდეს.

ხვიჩას ვუთხარი, რომ თუ შესაბამისი წინადადება იქნებოდა, მას გავუშვებდით, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა, თუმცა მედია მასზე ბევრს წერდა და მის ტრანსფერზე წერა მაისში დაიწყეს, როცა კონკრეტული არაფერი იყო.

მისი სატრანსფერო თანხა არ შეცვლილა, მას კვლავ 20 მილიონ ევროდ ვაფასებთ, თუმცა ჩვენ მოლაპარაკებას ყოველთვის და ყველგან ვახერხებთ''.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩას „რუბინის“ რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ყაზანელები ამჟამად თურქეთში იმყოფებიან, მეორე შეკრებას გადიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები