„ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო“ - გრინვუდის მეგობარი გოგონას განცხადება
Aa
Aa

„ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო“ - გრინვუდის მეგობარი გოგონას განცხადება

მეისონ გრინვუდის მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა განცხადება გაავრცელა. რობსონმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარდამჭერი და გამამხნევებელი წერილები გამომიგზავნა. დიდი მადლობა! ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო და გადავწყვიტე, გამოძიების მიმდინარეობისას სოციალური ქსელებისგან პაუზა ავიღო.“

View this post on Instagram

A post shared by HARRIET ROBSON (@hasrobson)

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინგლისელი შემტევი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ამჟამად, იგი ჩეშაირში მდებარე სასახლეში იმყოფება. გრინვუდს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, მოგვიანებით კი ბრალდებებს სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარების განხორციელება დაემატა.

ცნობისთვის, გირაოთი გათავისუფლების მიუხედავად, გრინვუდი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს. დღეს, „მანჩესტერმა“ კამპანია წამოიწყო და ქომაგებს, რომლებმაც გრინვუდის მაისური შეიძინეს, მისი სხვა ფეხბურთელის მაისურში, სრულიად უსასყიდლოდ გადაცვლა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი: „The Best-ის დაჯილდოება ოქროს ბურთზე მნიშვნელოვანია“
ლევანდოვსკი: „The Best-ის დაჯილდოება ოქროს ბურთზე მნიშვნელოვანია“