პეკინი 2022 - ქუმარიტაშვილმა ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასაზე ივარჯიშა
პეკინში გასამართ ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების საციგაო ტრასაზე ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა პირველი ვარჯიში გამართა.
ჩვენი სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 5 თებერვალს იასპარეზებს.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.
პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარადგენენ
მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა
ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა
გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა
მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა
ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა
სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა
საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი.