„მადლობა მხარდაჭერისთვის, რუსული სიმღერა შეცდომით ჩამირთეს
Aa
Aa

„მადლობა მხარდაჭერისთვის, რუსული სიმღერა შეცდომით ჩამირთეს" - ქირიამ ქომაგებს მიმართა

ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსული სიმღერა, რომელიც მისი გამოსვლისას გაჟღერდა, შეცდომით ჩართეს. როგორც მოგეხსენებათ, ქირია One Championship-ის მსოფლიო გრან პრის ნახევარფინალში, სიტიჩაისთან დამარცხდა და დავითმა ბრძოლის შემდეგ, ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. წინასაბრძოლო პერიოდი ჩემ გვერდით იდექით და მამხნევებდით. ამჯერად ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მომავალში აუცლილებლად ღირსეულად და წარმატებულად ავაფრიალებთ ქართულ დროშას! პ.ს. რაც შეეხება რუსულ სიმღერას, ჩემი არ იყო, შეცდომით ჩამირთეს.“

შეგახსენებთ, რომ ტაილანდელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. სიტიჩაი მთელი ბრძოლის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და კომენტატორების ქებაც დაიმსახურა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ წნეხის ქვეშ ვიყავი, რადგან ქირიამ დიდი პროგრესი განიცადა. თუმცა სწორი დასკვნები გამოვიტანე, ვიცოდი, როგორ უნდა მეჩხუბა და მიხარია, რომ მოვიგე", - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ტაილანდელმა ლეგენდამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის შანსი - სილესენმა შესაძლოა 1 თვე იუქმოს
მამარდაშვილის შანსი - სილესენმა შესაძლოა 1 თვე იუქმოს