მარცხი მსაჯების გადაწყვეტილებით - ქირიამ ტაილანდელ ლეგენდასთან წააგო
Aa
Aa

მარცხი მსაჯების გადაწყვეტილებით - ქირიამ ტაილანდელ ლეგენდასთან წააგო

დღეს, One Championship-ის კიკბოქსინგის მსოფლიო გრან პრის ნახევარფინალები გაიმართა და დავით ქირია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, სიტიჩაის დაუპირისპირდა. მათი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო და სამწუხაროდ, გამარჯვება ტაილანდელ მებრძოლს დარჩა.

პირველი რაუნდი სიტიჩაის უპირატესობით წარიმართა. ფრთხილი სტარტის შემდეგ, ტაილანდელი ინიციატივას დაეუფლა და ნოკდაუნიც გაიფორმა. სიტიჩაი ფენომენალურად გამოიყურებოდა და საკუთარ გეგმას იდეალურად მიყვებოდა. ქირიას მეტოქის დაცვასთან გამკლავება უჭირდა და ტაილანდელი კომბინაციებს შესანიშნავად აბრუნებდა. მეორე რაუნდიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. სიტიჩაი საკუთარ მრავალფეროვან არსენალს ბრწყინვალედ იყენებდა და რაუნდის ბოლოს კიდევ ერთი ნოკდაუნი გაიფორმა.

საწყისი ორი რაუნდის შემდეგ, ქირიას გასამარჯვებლად ნოკაუტი სჭირდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ წნეხის ქვეშ ვიყავი, რადგან ქირიამ დიდი პროგრესი განიცადა. თუმცა სწორი დასკვნები გამოვიტანე, ვიცოდი, როგორ უნდა მეჩხუბა და მიხარია, რომ მოვიგე", - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ტაილანდელმა ლეგენდამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძის ამბავი - ჰალმა ქომაგებს ქართველი სპეციალისტი გააცნო
შოთა არველაძის ამბავი - ჰალმა ქომაგებს ქართველი სპეციალისტი გააცნო