„ორი საჩუქარი მოვუმზადე, აუცილებლად დავამარცხებ
Aa
Aa

„ორი საჩუქარი მოვუმზადე, აუცილებლად დავამარცხებ" - ქირიას მომდევნო მეტოქე მასთან ჩხუბზე

ქართველი კიკბოქსიორის, დავით ქირიას მომდევნო მეტოქემ, სიტთიჩაიმ 28 იანვარს ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. ტაილანდელმა მებრძოლმა ქირია შეაქო და განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მესამე ბრძოლაა, ისეთივე აღტაცებას ვგრძნობ, როგორც პირველი ჩხუბისას, რადგან აშკარაა, რომ მან სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ქირიას არსენალი ბევრად გაუმჯობესებულია.

ბოლო ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და ვხვდები, რომ მისი დარტყმები ბევრად ძლიერი და მტკივნეულია და ფიზიკური კონდიციების მხრივაც უკეთ გამოიყურება. ასე რომ, მიხარია, მასთან ბრძოლის შანსი კიდევ ერთხელ რომ მომეცა და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ. ვფიქრობ, წინა ორი ჩხუბისგან განსხვავებულ შედეგს არც ამჯერად ვიხილავთ, რადგან მის სტილს კარგად ვიცნობ. ჩემი აზრით, ქირიას კიდევ ერთხელ დავამარცხებ, მაგრამ აუცილებელია, ფრთხილად ვიყო, რადგან პროგრესს ნამდვილად მიაღწია.

ჩემი გეგმა დისტანციის დაჭერა და მაქსიმუმის გაკეთებაა, რომ ახლოს არ მოვუშვა, რადგან მის მიერ მუშტით განხორციელებული დარტყმები სასიკვდილოა. დისტანციაზე ყოფნისას მარცხენა ფეხს გამოვიყენებ, რადგან ვიცი, რომ მუხლები და მემარცხენეები ძალიან არ უყვარს. ამიტომ, წვივებითა და მუხლებით მის დასუსტებას შევეცდები. ქირიასთვის ეს ორი საჩუქარი მოვამზადე და ნოკაუტის გაფორმების შანსს თუ მივიღებ, მის გამოყენებას აუცილებლად შევეცდები.

დავითს უთხარით, რომ ეს ჩვენი მესამე პაემანია და მას ამჯერადაც დავამარცხებ, რადგან ჩემი მიზანი ჩემპიონობის მოპოვებაა“.

შეგახსენებთ, რომ სიტთიჩაიმ One Championship-ის მსოფლიოს გრან პრის მეოთხედფინალში თურქ მებრძოლს, ტაიფუნ ოზკანს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინ რობენსა და რიბერის ადარებდნენ, ახლა კი ყველას დაავიწყდა
„მაშინ რობენსა და რიბერის ადარებდნენ, ახლა კი ყველას დაავიწყდა" - HITC ხვიჩაზე წერს