კვარაცხელია: ''ყველაზე ახლოს იუვენტუსში გადასვლასთან ვიყავი''
Aa
Aa

კვარაცხელია: ''ყველაზე ახლოს იუვენტუსში გადასვლასთან ვიყავი''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''ნოესთან'' ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 20 წლის მარცხენა გარემარბმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების გამო გამოტოვა, საქართველოს ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი დაკარგა.

კითხვაზე მაკედონიასთან თამაშის დროს უფიქრია თუ არა, რომ მისი მოედანზე ყოფნის შემთხვევაში არ დავმარცხდებოდით, ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი ასეთია:

''გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მიფიქრია. მაშინ ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი, მინდორზე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. ალბათ, შეიძლება ჩემი სხეულიდან ''ამოვსულიყავი'', ყველაფერს დავდებდი მოედანზე, შემეძლო დახმარება და ასე ვთქვათ, ერთად მოგება''.

კითხვა როდის იყო ყველაზე მეტად წყობიდან გამოსული, ფეხბურთელი მაკედონიასთან შეხვედრას ასახელებს:

''მაკედონიასთან თამაშამდე და თამაშის შემდეგ, როცა მითხრეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამო ვერ ვითამაშებდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები იყო''.

ფეხბურთელმა მამუკა ჯუღელის შესახებ ისაუბრა:

''კარიერული თვალსაზრისით ჩემს წარმატებაში, ჩემს გარდა, მთავარი ადამიანი მამუკა ჯუღელია''.

მოთამაშის თქმით, ყველაზე ახლოს ''იუვენტუსში'' გადასვლასთან იყო.

''მამუკას მოლაპარაკება ტურინის ''იუვენტუსთან'' ჰქონდა, კარგად მიმდინარეობდა, თუმცა არ გამოვიდა, რადგან კლუბში ცვლილებები მოხდა. მამუკას ვუთხარი, რომ დაინტერესებულ კლუბებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩამაყენოს. ბოლო პერიოდში ტრანსფერზე ბევრს ვფიქრობდი, რამაც ჩემზე ცუდად იმოქმედა. ახლა დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, რადგან მამუკა ჯუღელს ძალიან ვენდობი. ვიცი, რომ ჩემთვის საუკეთესო უნდა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები