მესის შემდეგ საუკეთესო შედეგი - მიულერი ევროპაში მეორეა
Aa
Aa

მესის შემდეგ საუკეთესო შედეგი - მიულერი ევროპაში მეორეა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „კიოლნს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ბავარიელთა მხრიდან რობერტ ლევანდოვსკიმ გაიბრწყინა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთი გოლი კი კორენტინ ტოლისოს ანგარიშზეა.

მე-9 და 25-ე წუთებზე, ლევანდოვსკის და ტოლისოს საგოლე გადაცემები ტომას მიულერმა გაუკეთა, რომელმაც ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა. გერმანელი ნახევარმცველისთვის, ეს რიგით 149-ე და 150-ე შედეგიანი გადაცემები იყო.

ამ შედეგით, ტომას მიულერი მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც ტოპ 5 ჩემპიონატებს შორის 180 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ცნობისთვის, ეს სტატისტიკა 2008 წლის შემდეგ არის დათვლილი.

მიულერი „ბაიერნში“

32 წლის შემტევი მიუნხენური გრანდის აკადემიაში 2000 წელს ჩაირიცხა. მეორე გუნდში 2008 წლამდე თამაშობდა, ხოლო შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს. 2008 წლიდან დღემდე, მიულერმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 609-ჯერ მოირგო, 222 გოლი გაიტანა და 238 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ ტომასმა „რეკორდმაისტერთან“ ერთად ორჯერ მოახერხა ტრიპლეტის შესრულება.

მსგავსი სიახლეები