ავთანდილ ასათიანი: ,,ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი: ,,ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ"

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 15-16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

ავთანდილ ასათიანი (მთავარი მწვრთნელი):

პირველი თამაში ნებისმიერ ტურნირზე და მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა ვისაუბროთ მღელვარება იქნება, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ვფიქრობ, მზად ვართ, რომ ჩვენთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ჩავერთოთ. ამხანაგური თამაშები სწორედ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი ფაზაა. სასიამოვნოა, რომ სპორტის სასახლეში ვითამაშებთ და რეგულაციების დაცვით, გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს, ჩვენი გუნდის ქომაგობის შესაძლებლობა ექნება.

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს და ტაჯიკეთის მატჩი 18:00 საათიდან დაიწყება. ორივე ამხანაგურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრება. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს (22 იანვარი) ბოსნია-ჰერცეგოვინას (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) დაუპირისპირდება.

ფოტო: GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონი, რომლის ლოკაციის ცვლილება შესაძლებელი იქნება - სიგიჟე ყატარისგან
სტადიონი, რომლის ლოკაციის ცვლილება შესაძლებელი იქნება - სიგიჟე ყატარისგან