როგორია საქართველოსა და ალბანეთის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
Aa
Aa

როგორია საქართველოსა და ალბანეთის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ კალენდარულ წელს ამხანაგური შეხვედრებით გახსნის - 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს. 

ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ მატჩი პირველად შედგება, ხოლო ალბანეთი ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ნაცნობია, რაზეც არსებული სტატისტიკაც მეტყველებს.

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

სხვადასხვა დროს საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4 ამხანაგური მატჩი გახლდათ. ამხანაგურ შეხვედრებში მეტოქეს საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვება არ აქვს, ჩვენ  ერთხელ, 2012 წლის თებერვალში დავამარცხეთ (2-1), 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა: 2006 წელი, 22 მარტი: 0-0, 2009 წლის 10 ივნისი: 1-1, 2015 წლის 16 ნოემბერი: 2-2.

საბოლოო ჯამში, 13 მატჩის სტატისტიკა კი ასეთი გახლავთ: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ასევე 3 შეხვედრაში მეტოქემ გაიმარჯვა.

FIFA-ს სანაკრებო რეიტინგი

FIFA-ს სანაკრებო რეიტინგის ბოლო განახლება 2021 წლის 23 დეკემბრით თარიღდება, რომლის მიხედვითაც, ალბანეთის ეროვნული ნაკრები 66-ე პოზიციას (1374.98) იკავებს, ხოლო საქართველოს ნაკრები მას 19 პოზიციით ჩამორჩება.

ვილი სანიოლის გუნდმა 2021 წლის კალენდარული წელი 85-ე ადგილით (1269.24) დახურა.

მარტში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის C4 ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის განმარტებით, ერთა ლიგის ახალი ციკლის მატჩების მასპიძელი როგორც თბილისი, ასევე, ბათუმი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები