აგენტი: ,,დვალი ფერენცვაროშს არ ტოვებს, ამ ინფორმაციის წყარო გაუგებარია
Aa
Aa

აგენტი: ,,დვალი ფერენცვაროშს არ ტოვებს, ამ ინფორმაციის წყარო გაუგებარია"

უნგრეთის ჩემპიონის, ფერენცვაროშის მთავარ მწვრთნელად რუსეთის ნაკრების ყოფილი სპეციალისტი, სტანისლავ ჩერჩესოვი დაინიშნა, რომელმაც ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშები უკვე ჩაატარა.

კლუბის მმართველი დირექტორის, პალ ოროშის განცხადებით ფერენცვაროშის მიზანი უნგრეთის ჩემპიონობა, უნგრეთის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება.

ამ ეტაპზე ფერენცვაროშის შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი - ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან.  დვალს მცირე სათამაშო დრო აქვს, ხოლო ხარაიშვილს ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.

უნგრული გამოცემები წერდნენ, რომ სტანისლავ ჩერჩესოვის გეგმებში შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი არ შედიოდეს, რასაც ფეხბურთელის მენეჯერი, ლაშა ოდილაძე, საქართველოს პირველ არხთან გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაციები არ დაადასტურა:

უნგრულმა გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა,რაც შემდეგ საქართველოშიც გავრცელდა, თითქოს, დვალი ფერენცვაროშს ტოვებს. გაუგებარი იყო იმის წაკითხვაც, რომ ლაშა შეკრებაზე წაიყვანეს და ეს ისე იყო მიწოდებული, თითქოს, ბოლო შანსი მისცეს.

არც ისაა მართალი, თითქოს, ჩერჩესოვმა მისი დატოვება არ ისურვა. გაუგებარია ამ ინფორმაციის წყარო, რადგან დვალი მესამეხარისხოვანი მოთამაშე არ არის და უნგრეთის ჩემპიონში მას დიდ პატივს სცემენ. გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ჩემპიონი და მისი ფასი კარგად იციან. მიზეზი ის კი არაა, რომ ლაშას კლასს უწუნებენ, არამედ ტრავმებია – 2021 წელს ორჯერ დაშავდა, მერე ამას კორონავირუსი დაემატა და ბუნებრივია, ვერ ითამაშებდა.

ფერენცვაროშში ტრანსფერამდე ლაშა დვალი რედინგის, რიგის სკონტოს, ქასიმფაშას, დუისბურგის, ვროცლავის შლიონსკის, ყაზახური ირტიშისა და პოლონური პოგონის ფეხბურთელი იყო., 2019 წლის ზამთარში პოგონიდან ფერენცვაროშში გადავიდა და მას შემდეგ უნგრეთის საუკეთესო კლუბში ასპარეზობს.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: ,,ქვილითაიას ბუნდესლიგის გუნდი იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა
აგენტი: ,,ქვილითაიას ბუნდესლიგის გუნდი იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა"