გეგუჩაძე - აზაროვზე: ,,ჩემი აზრია, რომ ტრანსფერი სწორად ჩაიშალა
Aa
Aa

გეგუჩაძე - აზაროვზე: ,,ჩემი აზრია, რომ ტრანსფერი სწორად ჩაიშალა"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო ბათუმის ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის მომავალზე თურქული გამოცემები აქტიურად საუბრობდნენ. 19 წლის მარცხენა მცველს ტრაბზონსპორს უკავშირებენ და დაიწერა, რომ ტრანსფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო საათებში ყველაფერი შეიცვალა.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ამჯერად, გადაცემის სტუმარი დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე იყო, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო საკითხის ირგვლივ ისაუბრა, მათ შორის, გუნდის მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ:

რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელს მინდა, რომ აზაროვი გუნდში მყავდეს, მაგრამ ხანდახან ფეხბურთელის სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით ასეთი წინაპირობაა: თუ ვხედავთ, რომ ეს მისთვის სასარგებლო ნაბიჯი იქნება და მის კარიერულ ზრდას წაადგება, ამ შემთხვევაში ღირს. ასეთ დროს რაღაც სარგებელი კლუბმაც უნდა ნახოს  ისე, რომ ფეხბურთელის ჩანაცვლების საშუალებაც ჰქონდეს, რაც საკმაოდ რთულია არა მხოლოდ აზაროვის შემთხვევაში, არამედ, ზოგადადაც. ბევრი მომენტის თანხვედრაა საჭირო.

იყო ტრაბზონსპორზე საუბარი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. საკითხის სიღრმეებში ვერ შევალ და არ მსურს მიზეზებზე ვისაუბრო, თუმცა ჩემი აზრია, რომ ეს ტრანსფერი სწორად ჩაიშალა.

ჩვენ უნიჭიერეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, თუმცა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. აზაროვი ისეთი ფეხბურთელია, მარჯვენა ფლანგთან რომ ვიდგე, ჩემს ხმას მაინც ყველგან გაიგებს.

რადგან კარგად ვიცნობ, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ გახსნილად ვისაუბრო, ვიცი, რომ ჩემს საუბარს სწორად გაიგებს.

ირაკლი აზაროვისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა. დინამო თბილისიდან ნაყიდი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა, გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და უცხოური კლუბების ყურადღება დაიმსახურა. ევროტურნირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სახელს უცხოური მედია არაერთ კლუბს უკავშირებდა, მათ შორის: ტრაბზონს, კრასნოდარს, პაფოსს, ბრიუგესა და ზაგრების დინამოს.

2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში აზაროვმა 35 მატჩი ჩაატარა. მარცხენა მცველის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

აზაროვს აჭარულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემრამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნასიონალმა ტორპედოში არაბიძის ტრანსფერი შეაფერხა
ნასიონალმა ტორპედოში არაბიძის ტრანსფერი შეაფერხა