,,მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ვა­ლიე
Aa
Aa

,,მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ვა­ლიე" - სანეევი სამშობლოსა და რეკორდებზე

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიქტორ სანეევის გარდაცვალებამ მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებრიობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სოხუმში დაბადებულ ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს უარი თავის სამშობლოზე და არაერთი  წინადადების მიუხედავად, მთელი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს წარმოადგენდა. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, იგი თავის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა და 2022 წლის 2 იანვარს სიდნეიში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნებას თუ ვაპირებ ვნა­ხოთ... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ვა­ლიე. სა­ქარ­თვე­ლო იყო და არის ჩემი სამ­შობ­ლო", - სანეევთან დაკავშირებულ მასალას არიქივიდან Ambebi.ge ავრცელებს.

1968 წელს მე­ხი­კო­ში, XIX ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 17 მეტ­რი და 39 სან­ტი­მეტ­რი გა­დავ­ლა­ხე და ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ერ­თად მსოფ­ლიო რე­კორდსმე­ნის ტი­ტუ­ლი მო­ვი­პო­ვე. ეს ტი­ტუ­ლე­ბი სა­ხელ­გან­თქმულ პო­ლო­ნელ იუ­ზეფ შმი­დტს ჩა­მო­ვარ­თვი, უშე­ღა­ვა­თო და მძაფ­რი ბრძო­ლა იყო. 1972 წელს, მი­უნ­ხენ­შიც შე­უ­პოვ­რად ვიბ­რძო­ლე. მე­ტო­ქე­ე­ბად შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოს­ტა­ტე­ბი მყავ­და, მაგ­რამ მა­ინც ვა­ჯო­ბე. 1976 წელს მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში კი ჩემი მე­ტო­ქე ახალ­გაზ­რდა ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი ჟოაო ოლი­ვი­ე­რა იყო... სპორ­ტი ყო­ველ­თვის დიდ სი­ხა­რულ­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ყო­ველ­თვის მხო­ლოდ გამარჯვე­ბის­თვის ვიბ­რძო­დი, ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბა წი­ნა­ზე ძნე­ლად მო­დი­ო­და.

ყველაზე დიდ წარმატებას მე­ხი­კოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მივიჩნევ. ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა იქ გა­და­ვი­ტა­ნე. მახ­სოვს, სახ­ტომ ბი­ლიკ­ზე, ჰა­ერ­ში შე­ვამ­ჩნიე, რომ რე­კორ­დის აღმნიშ­ვნელ ალამს გავ­ცდი. ქვი­შა­ში ამოს­ვრი­ლი ვფიქ­რობ­დი, ნუთუ გა­ვი­მარ­ჯვე-მეთ­ქი.

1980 წლის ოლიმ­პი­ა­დაზე ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი მქონ­და. ტრავ­მე­ბი სა­შინ­ლად მა­წუ­ხებ­და, ია­ნაც (მეუღლე) და­ი­ღა­ლა ოლიმ­პი­ა­დებ­ში ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მე კი ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში მა­ინც სტა­დი­ო­ნის­კენ გავ­რბო­დი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი... ოქ­როს მედ­ლამ­დე 20 სან­ტი­მეტ­რი და­მაკ­ლდა, 17 მეტრსა და 24 სან­ტი­მეტრზე გა­დავ­ხტი. ეს კი ვერ­ცხლის მე­და­ლი იყო.

ვარ­ჯი­ში არ უნდა გე­ზა­რე­ბო­დეს, მში­შა­რა არ უნდა იყო, არ უნდა გქონ­დეს წა­გე­ბის კომ­პლექ­სი. ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი კი შენი წა­გე­ბის სხვის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბაა.

ხატ­ზე და­ვი­ფი­ცებ, რომ არა­ვი­თარ სტი­მუ­ლა­ტორს არ ვი­ღებ­დი. ეს ჩემი პრინ­ცი­პი იყო!

გასული საუკუნის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დაკრძალვა მშობლიურ მიწაში ერჩია,  სახელმწიფომ სრული მზადყოფნა და სათანადო პატივით დაკრძალვის სურვილი გამოთქვა, თუმცა ვიქტორ სანეევის მეუღლემ, იანა ხვარწკიამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახმა გადაწყეტილება მიიღო - ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაიკრძალება.

მომზადებილია Ambebi.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: მამუკელაშვილის 5 ქულა და იანისის ბრწყინვალე თამაში
NBA: მამუკელაშვილის 5 ქულა და იანისის ბრწყინვალე თამაში