მედია: ლობჟანიძე თურქული გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა
თურქული გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰატაისპორით 27 წლის ნახევარმცველით, საბა ლობჟანიძით თურქული გრანდი, გალათასარაი დაინტერესდა და გამორიცხული არ არის, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს.
Galatasaray, Hatayspor forması giyen Saba Lobjanidze ile ilgileniyor. pic.twitter.com/865w8RjIGz
— Focus Transfer Haber (@focustransfer1) January 7, 2022
საინტერესოა, რომ საბას ამჟამინდელი გუნდი 2007-08 წლებში სამოყვარულო ლიგაში დაქვეითდა, 2019-20 წლების სეზონში კი ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა, აშკარაა, რომ თავად საბა ჰატაისპორის რიგებში გამორჩეულ მატჩებს ატარებს, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი თურქეთის სუპერ ლიგის მესამე ტურის მატჩი გამოვიდა, როდესაც ლობჟანიძემ ანტალიასპორს შესანიშნავი გოლი გაუტანა. შემტევმა მარჯვენა ფლანგზე ტრაორესთან ბურთი გაითამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და საგოლე შანსი ხელიდან არ გაუშვა.
იქამდე კი სწორედ გალათასარაის კარი აიღო, როდესაც მეტოქე გუნდის მცველები კრისტიან ლიუინდამა და ვიქტორ ნელსონი პოზიციურად შეცდნენ, ლობჟანიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით მუსლერას დაბალ კუთხეში გაუტანა.