ვარჯიშის ნაცვლად სუფრის ფოტოები - მარგვეთი შეკრებას უცნაურად აანონსებს
საფეხბურთო კლუბმა მარგვეთმა ლიგა 4-ის დასრულებულ სეზონში, წითელ ჯგუფში თავი 29 ქულას მოუყარა და მე-4 ადგილი დაიკავა.
კლუბი სოციალური არხის მეშვეობით ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ სეზონის განახლებისთვის უკვე ემზადება, თუმცა საქმე ისაა, რომ ოფიციალურ გვერდზე ვარჯიშის ფოტომასალას ვერ ვხედავთ. ფოტოები ძირითადად სუფრის გარშემოა წარმოდგენილი.
საქართველოში ყველა დიდი საქმე სუფრით იწყებოდა და სუფრით მთავრდებოდა! - წერს ერთერთი თანამშრომელი კომენტარის სახით.
არავინ გვეხმარება, მთლიანად ფონდის გამოყოფილ ფულზე ვართ დამოკიდებული.
ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს, მხოლოდ 3 თვე მიიღეს ხელფასები, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 150 ათასიან დაფინანსებაში მოხვდნენ, საიდანაც მხოლოდ 60%-90 000 ლარი შეგვიძლია ხელფასებში გავცეთ. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომელი არ აიღებს აქედან ხელფასს და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთელების ხელფასებში წავა. მთელი სეზონის განმავლობაში ექნებათ სტაბილური, მე-4 ლიგისათვის შესაბამისი ხელფასი.
შარშან დახმარებისათვის რომ მივმართეთ ზესტაფონელ ბიზნესმენებს, ერთმა 500 (ხუთასი) და მეორემ 1500 (ათას ხუთასი) ლარი ჩაგვირიცხა, მეტი თავი არავის შეუწუხებია. დახმარების გარეშე ჩვენ მეტი არ შეგვიძლია - პასუხობს გუნდი გულშემატკივარს.