საბურთალომ დინამო თბილისის 2 ფეხბურთელი დაიმატა
Aa
Aa

საბურთალომ დინამო თბილისის 2 ფეხბურთელი დაიმატა

სეზონის განახლების წინ თბილისის საბურთალომ ტრანსფერების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ნოდარ ქავთარაძე, რომელიც ბოლოს დინამო თბილისში ასპარეზობდა, მომავალი წლიდან საბურთალოში ითამაშებს.

კლუბი წერს, რომ ახალწვეულმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და რომ მიუხედავად შეთავაზებებისა არჩეევნი საბურთალოზე შეაჩერა.

საბურთალოში ითამაშებს დინამო თბილისის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბაქარ ქარდავა. 

საყრდენმა ნახევარმცველმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში დინამო თბილისის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება საბურთალოს, შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს წყალტუბოს სამგურალი და თბილისის საბურთალო დაუპირისპირდნენ.

სოსო ფრუიძის გუნდი ზედიზედ მეორედ იყო ფინალში და კვლავ დამარცხდა - გადამწყვეტი მატჩი სწორედ საბურთალომ ანგარიშით -  0-1 მოიგო, საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა და ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები