პატარა ვირუსია - ანტივაქსერი კიკბოქსიორი Covid-19-ის გამო წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა
კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ფრედერიკ სინისტრა კორონავირუსის გამო წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Sun ავრცელებს და ტრაგედია ბელგიაში, სინისტრას სახლში მოხდა.
კიკბოქსიორს Covid-19 ნოემბერში დაუდგინდა და სამედიცინო დახმარებაზე თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც ეს მისმა მწვრთნელმა აიძულა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, 41 წლის სინისტრა კორონავირუსის ვაქცინის კატეგორიული წინააღმდეგ იყო და Covid-19-ს „პატარა ვირუსს“ უწოდებდა.
როგორც ირკვევა, სინისტრა საავადმყოფოდან საკუთარი ინიციატივით გაეწერა და თავის სახლში მკურნალობდა, რაც მისთვის ფატალურად დასრულდა. მომხდარის შესახებ სპორტულ სამყაროს მისმა მეუღლემ ამცნო, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მთელი გულით დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და თანაგრძნობისთვის. იგი თავის საყვარელ ადამიანებს შეუერთდა და მათ გვერდით სიმშვიდე ჰპოვა. ჩემი მეუღლე გულუხვი ადამიანი იყო, რომელსაც უნდოდა, ნებისმიერ ადამიანს დახმარებოდა“.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში ყოფნისას, სინისტრამ ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლებშიც განაცხადა, რომ დასაკარგი დრო არ ჰქონდა და „პატარა ვირუსი“ ვერ შეაჩერებდა, რათა სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები გაეპროტესტებინა.