პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა მდინარე სენაზე გაიხსნება და დასწრება თავისუფალი იქნება
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, XXXIII ოლიმპიურ თამაშებისთვის მზადება უკვე დაიწყო. აღნიშნული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს იქნება.
სცენარის თანახმად, დელეგაციის წევრებს აუსტერლიცის ხიდიდან ტროკადეროს მოედნამდე 160-ზე მეტი ნავით გადაიყვანენ. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 6 კილომეტრია, რაც სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს გზადაგზა საფრანგეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვის საშუალებას მისცემს.
მდინარე სენის სანაპიროზე გახსნის ცერემონიის ორგანიზება სრულიად შეესაბამება IOC-ის შეჯიბრებათა მოდელის განახლების, ასევე პარიზი-2024-ის ორგანიზატორთა ინოვაციურ გეგმებს, - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.
ეს შესაძლებლობას მისცემს ფართო აუდიტორიას, შეხება ჰქონდეს მულტისპორტულ ფორუმთან. ამგვარი ღონისძიება ყველა მონაწილეს და ქალაქის მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ გამოცდილებას შესძენს.
სანაპირო ზოლიდან და ხიდებიდან ოლიმპიელთა აღლუმისთვის თვალის მიდევნება ყველას შეეძლება.
პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასწრება ყველასთვის ღია და თავისუფალი იქნება.