გოგას 7 წუთი და 2 ქულა - ინდიანა მაიამისთან განადგურდა
Aa
Aa

გოგას 7 წუთი და 2 ქულა - ინდიანა მაიამისთან განადგურდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მე-13 შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა 96-125 განადგურდა.

„მაიამი“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 23-ქულიანი ფორით გავიდნენ და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.

გოგა ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 7 წუთი 16 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 2 ქულის დაგროვება მოახერხა. გოგამ 2 სამქულიანი გააცუდა და ერთი 2-ქულიანი ჩააგდო.

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 17-17 ქულა დუარტემ და ლევერტმა დააგროვეს, ხოლო ბრისეტი და საბონისი 12-12 ქულით გამოირჩნენ. „მაიამის“ 26-26 ქულით დანკან რობინსონმა და ტაილერ ჰირომ ულიდერეს, მაქს სტრუსს კი 18 ქულა ჰქონდა.

ამრიგად, „ინდიანას“ 13 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. „პეისერსს“ მომდევნო შეხვედრა 24 დეკემბერს ელის და „ჰიუსტონ როქეთსს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორად გაყოფილი გუნდი, არაპროფესიონალიზმი და დაძაბულობა - რა ხდება პსჟ-ში
ორად გაყოფილი გუნდი, არაპროფესიონალიზმი და დაძაბულობა - რა ხდება პსჟ-ში