მოულოდნელი მარცხი - ყირგიზელთა ''ქამბექი'' ოლიმპიურ სასახლეში
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ყირგიზეთს დაუპირისპირდა. ამხანაგური შეხვედრა ყირგიზელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა, რონინიოს დაწყებული კომბინაცია ვილიან ლორენსუს საგოლე პასითა და ირაკლი თოდუას გოლით დასრულდა.
მე-13 წუთზე ყირგიზეთის ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა, გოლი შოხრუხ მახამადამინოვის ანგარიშზეა. გოლის ავტორს ვილიან ლორენსუ მეურვეობდა, თუმცა უყურადღებოდ ითამაშა.
მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა და შოხრუხ მახამადამინოვმა დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმი უგოლო გამოვიდა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, ყირგიზეთის ნაკრების მოთამაშეები თავს კარგად იცავდნენ.
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული:
ზვიად კუპატაძე (კ), შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე
საქართველოს ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა:
თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია, ვილიან ლორენსუ, რონინიო, გიორგი ქურდაძე, ჯანიკო გიორგაია, ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, გიორგი ზუნტუროვი
ყირგიზეთის ნაკრების სასტარტო ხუთეული:
კირილ ერმოლოვი, შოხრუხ მახამადამინოვი, მაკსატ ალიმივი (კ), ნურსულთან აბდილდაევი, აიდარბეკ აბდიჟალილ უულუ
ყირგიზეთის ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა:
ბეკბოლოტ აკმატალიევი, აზატ ისაბეკოვი, ელბეკ იმანალიევი, აბდურახიმ დანიარ უულუ, აიდარ სულაიმანბეკოვი, მუხამედ ასკარბეკოვი, კაირატ კუბანიჩოვი, აზამატ ისაბეკოვი
ასათიანის გუნდს რევანშის აღების შანსი ხვალ ექნება, საქართველო-ყირგიზეთის მეორე ამხანაგური მატჩი 21 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: gff.ge