ორწლიანი კონტრაქტი - რადინი ბათუმის დინამოში ითამაშებს
ბელგრადის ''პარტიზანის'' ექს-ნახევარმცველი მილან რადინი კარიერას ბათუმის ''დინამოში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონთან ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.
30 წლის გამოცდილმა საყრდენმა 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი თბილისის ''დინამოში'' გაატარა, გუნდში, რომელიც ბათუმის ''დინამოს'' მთავარი კონკურენტი იყო და მეორე ადგილზე გავიდა.
ბალკანელმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.
ფეხბურთელს სერბული გუნდების გარდა პოლონური ექსტრაკლასას კელცეს ''კორონასა'' (2019-20) და ყაზახურ ''აქტობეში'' (2018-19) უთამაშია. ასევე საინტერესოა, რომ 2017-18 წლების სეზონში რადინმა ბელგრადის ''პარტიზანთან'' ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა,
სერბეთის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 2021 წლის 29 იანვარს პანამის ნაკრებთან ჩაატარა.
შეგახსენებთ, მარინის გარდა ბათუმის ''დინამოსთან'' შეთანხმებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა მიაღწია, რომელიც გორის ''დილას'' ღირსებას იცავდა.