დრამატული ფინალი - ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
2021 წლის ფორმულა 1-ის ჩემპიონი (აბუ დაბის გრან პრი) ბედი ბოლო რბოლის ბოლო წრეზე გაირკვა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი რედ ბულის ნიდერლანდელი პილოტი მაქს ფერსტაპენი გახდა.
Max Verstappen wins the #AbuDhabiGP and the 2021 World Championship ????
— Sky Sports F1 (@SkySportsF1) December 12, 2021
24 წლის ფერსტაპენმა ლეგენდარულ ლუის ჰემილტონს სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრის შედეგად მოუგო და კარიერაში პირველი ტიტული გაიფორმა.
რბოლის სტარტი დრამატული იყო - ჰემილტონმა მკვეთრი მანევრი შეასრულა, თუმცა ფერსტაპენმა ის ტრასიდან განდევნა, თუმცა ლუისმა გზის მოჭრა მოახერხა და ლიდერობა არ დათმო.
ნიკოლას ლატიფის ავარიის შემდეგ, ტრასაზე გამოსული უსაფრთხოების მანქანა რბოლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ მომენტის შემდეგ, რესტარტი ბოლო წრეს დაემთხვა. რბილი საბურავებით მოძრავმა ფერსტაპენმა შიდა მხრიდან ჰემილტონის გადასწრება შეძლო და გაცვეთილი საბურავებით მყოფ ბრიტანელს კონტრიერიშის შესრულების საშუალება აღარ მისცა. საბოლოოდ კი მას 0.064 წამით აჯობა.
Max Verstappen and Lewis Hamilton shared a moment after their thrilling finish at the Abu Dhabi Grand Prix ???? @ESPNF1 pic.twitter.com/M0JDRIXXSn
— ESPN (@espn) December 12, 2021
ლუის ჰემილტონმა რეკორდის გაუმჯობესების შანსი ხელიდან გაუშვა. ბრიტანელსა და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს 7-7 სეზონი აქვთ მოგებული.
"როცა პატარა ვიყავი ჯერ ფორმულა 1-ის პილოტობაზე ვოცნებობდი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონობაზე. მამაჩემთან ერთად ამ მიზნამდე მძიმე გზა გავიარე. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა",
- თქვა ფერსტაპენმა ტრიუმფის შემდეგ.
ჯამში შედეგები ასე გამოიყურება:
მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 395,5 ქულა
ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 387,5 ქულა