საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი - CrystalSport-ის ვერსიით
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა.
სატურნირო ცხრილში ყველაფერი ნათელია - ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის აჭარული გუნდი იასპერზებს, დინამო თბილისი, დილა და საბურთალო (რომელიც დავით ყიფიანის საქართველოს თასის მფლობელი ისტორიაში მეორედაა) კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ.
სეზონის დასრულების შემდეგ CrystalSport-მა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც 4 ჟურნალისტის სხვადასხვა ვერსიის საბოლოო შედეგებს ეყრდნობა.
სეზონის გუნდი, ირაკლი ფოფხაძის ვერსიით:
(4-4-2) | ლაზარე კუპატაძე - რევაზ ჩიტეიშვილი, ლევან კაკუბავა, ოლეკსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, მილან რადინი, ჯაბა ჯიღაური, უსმანე კამარა - სერგო კუხიანიძე, ზორან მარუშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო;
სეზონის გუნდი, დიმა შარიქაძის ვერსიით:
(4-5-1) | ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან კაკუბავა, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ბექა დარცმელია, ირაკლი ბიძინაშვილი, იური ტაბატაძე - ზორან მარუშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე;
სეზონის გუნდი, დავით (ბასკი) სხირტლაძის ვერსიით:
(4-2-3-1) | ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, საბა ხვადაგიანი, ოლეკსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი - სანდრო ალთუნაშვილი, ბექა დარცმელია - ირაკლი ბიძინაშვილი, იური ტაბატაძე, ჯაბა ჯიღაური - ზორან მარუშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო;
სეზონის გუნდი, სალომე საგინაშვილის ვერსიით:
(4-2-3-1) | ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან კაკუბავა, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი - იური ტაბატაძე, ჯაბა ჯიღაური, უსმანე კამარა - ზორან მარუშიჩი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.