საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში გაიმართება - ცნობილია თარიღიც
Aa
Aa

საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში გაიმართება - ცნობილია თარიღიც

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება.

მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალი ითამაშებს.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასი 2015/16 წლების სეზონში სწორედ ქუთაისში აღიმართა, სადაც დინამო თბილისმა სიონი მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეცამეტედ ასწია, რაც ამ დრომდე საუკეთესო მაჩვენელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში აღარ გასულა.

სხვადასხვა დროს საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრას დინამო არენამ (თბილისი), მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა (თბილისი), რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა (ქუთაისი), ასევე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა (გორი), ანგისამ (ბათუმი) და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა (ზესტაფონი) უმასპინძლა.

2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"