ლეგენდარული კოტე მახარაძე დღეს 97 წლის გახდებოდა
დღეს, 17 ნოემბერს, გამორჩეული ქართველი მსახიობისა და ლეგენდარული კომენტატორის, კოტე მახარაძის დაბადების დღეა.
სამსახიობო საქმიანობასთან ერთად იგი სპორტითაც იყო დაინტერესებული. კოტე მახარაძე თამაშობდა თბილისის დინამოს საკალათბურთო ნაკრებში და იყო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. 1957 წლიდან იგი გახდა სპორტული კომენტატორი და 40 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ქართულ რადიოსა და ტელევიზიაში საქმიანობდა.
ცალკე გამოსაყოფია თბილისის "დინამოს" მონაწილეობით 2 ისტორიული შეხვედრა - 1964 წელს ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ის გაუძღვა თამაშს, რომლის შედეგადაც "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
1981 წელს კი, დიუსელფორფში გამართულ "თასების მფლობელთა თასის" ფინალურ შეხვედრას უკვე მარტო უძღვებოდა, რომელშიც "დინამო", გერმანული "კარლ ცაისის" დამარცხებით, ერთადერთ ევროპულ ტიტულს დაეუფლა.
ლეგანდარული კოტე მახარაძე დღეს 97 წლის გახდებოდა.