არველაძე კრასნოდარში? - წინადადებით მიმართეს და პასუხს ელიან
Aa
Aa

არველაძე კრასნოდარში? - წინადადებით მიმართეს და პასუხს ელიან

Sportarena-ს ცნობით რუსულმა ''კრასნოდარმა'' შოთა არველაძეს ოფიციალური წინადადებით მიმართა. წყაროს ცნობით, რუსული კლუბი აქტიურ მოლაპარაკებას რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებს. ''კრასნოდარის'' გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი შოთა არველაძეა, რომელმაც 2020 წლის მიწურულს ''ფახთაქორი'' დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.

დიდი ალბათობით ''კრასნოდარის'' მოქმედი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ გონჩარენკო პოსტს დატოვებს. არველაძის გარდა განიხილება დომენიკო ტედესკოსა და იგორ ჩერევჩენკოს კანდიდატურები.

''აიაქსისა'' და გლაზგოს ''რეინჯერსის'' ექს-ფორვარდმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. ''კრასნოდარი'', რომელსაც რუსი მილიარდელი სერგეი გალიცკი მმართავს, არველაძისგან პასუხს მიმდინარე თვის მიწურულს ელის. მოგეხსენებათ, ''კრასნოდარის'' გარდა არველაძე ''ჰალ სიტისა'' და ''რეინჯერსს'' დაუკავშირეს.

წყაროს მიხედვით, დამატებითი წინაღობაა რუსულ მხარესთან თანამშრომლობის საკითხი. წარსულში არველაძემ რუსეთში მუშაობაზე უარი ორჯერ თქვა. პირველად, როცა ჰიდინკმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტის პოზიცია შესთავაზა, მეორედ კი ''კრასნოდარის'' წინადადებაზე თქვა უარი.

სერგეი გალიცკი კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული. ის არ არის იმ ტიპის მმართველი, რომელიც სპორტულ მხარეს სხვა პირებს აბარებს, თავადაც მონაწილეობს გუნდის დაკომპლექტებაში, მწვრთნელების შერჩევაში და ა.შ.

გასულ ზაფხულში ''კრასნოდარი'' კიდევ ერთი ქართველით, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით დაინტერესდა. ეს ინფორმაცია ზაფხულში ნობელ არუსტამიანმა გაავრცელა.

გალიცკის ''კრასნოდარში'' თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა, რომელმაც ტრავმების მიუხედავად, ''ზენიტთან'' და ''სევილიასთან'' გატანილი ბრწყინვალე გოლებით ქომაგს დიდი სიხარული მოუტანა. გალიცკის ოქრიაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როცა ფეხბურთელმა რუსული გუნდი დატოვა, ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისთან ბევრი სამუშაო ექნება და სწორედ ეს უნდა
„ინგლისთან ბევრი სამუშაო ექნება და სწორედ ეს უნდა" - Marca მამარდაშვილზე წერს