Aa
Aa

"წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ" - ხვიჩა უზბეკეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი დებიუტანტის, დავით ვოლკოვის ანგარიშზეა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელია:

"დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ.  იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია უზბეკეთთან მატჩში ვილი სანიოლმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო. ქართველ ტალანტს მატჩის მიმდინარეობისას ერთი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი ბრწყინვალე დარტყმული კარის ძელს მოხვდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას დუბლის წყალობით „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში შვედეთი დაამარცხეს.

წყარო - gff

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები