შვედეთში თვლიან, რომ სანიოლმა წესები დაარღვია: ,,ხიზანიშვილი ოპერას უსმენდა"
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).
დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შვედეთში ადგილობრივმა მედიამ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრიბუნაზე მჯდომი ვილი სანიოლი ყურსასმენით აძლევდა მითითებებს ასისტენტს, ზურაბ ხიზანიშვილს, რის უფლებაც არ ჰქონდა.
აღნიშნულის შესახებ თავად ფრანგმა სპეციალისტმაც იხუმრა და განმარტა, რომ მისი ასისტენტი შეხვედრის მიმდინარეობისას ოპერას უსმენდა, შესაბამისად, ყურსასმენი მხოლოდდამხოლოდ ამ მიზნით სჭირდებოდა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ჩვენი, B ჯგუფის ლიდერი ჯერჯერობით კვლავ შვედეთია, რომელსაც 12 ქულა აქვს. შვედეთისთვის საქართველოს ნაკრებთან მარცხი მიმმდინარე საკვალიფიკაციოზე მეორე მარცხი იყო.
საინტერესოა, რომ შვედეთმა სულ 5 ბურთი გაუშვა, აქედან 2 ბათუმი არენაზე, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის შემდეგ.