ოქრიაშვილი: ,,ბათუმის სტადიონის ატმოსფეროთი უდიდესი სიამოვნება მივიღე
Aa
Aa

ოქრიაშვილი: ,,ბათუმის სტადიონის ატმოსფეროთი უდიდესი სიამოვნება მივიღე"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე დებიუტანტი, დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც ასევე დადებითი შთანეჭდილება დატოვა.

ოქრიაშვილმა ბათუმის სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროსთვის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში, ეროვნული ნაკრების მატჩს, გულშემატკივარი დაესწრო, რომელმაც ასობით კილომეტრი გაიარა და მონატრებული გუნდი სტადიონზე მისვლისას გაამხნევა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.

ამით, ჩვენი გუნდი კალენდარულ წელს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე
ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე"