ორივე ნაკრებიდან ყველაზე მეტი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ?
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).
დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
ხვიჩას შესანიშნავი მატჩი ციფრებსა და რეიტინგებშიც აისახა. სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მ ქართველ ტალანტს ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება არგუნა (8.9).
ასევე Sofascore-ზე დაყრდნობით, ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე დაბალი შეფასება კი ირაკლი აზაროვმა მიიღო (6.2).
ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი გამოჩნდა.
გულშემატკივარში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ დატოვა მოედანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტმა, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩამ შეცვლის შესახებ მწვრთნელებს თავად ანიშნა.