ვილი სანიოლი: ,,ხვიჩამ თავად გვანიშნა, რომ შეგვეცვალა
Aa
Aa

ვილი სანიოლი: ,,ხვიჩამ თავად გვანიშნა, რომ შეგვეცვალა"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი გამოჩნდა.

გულშემატკივარში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ დატოვა მოედანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტმა, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა:

შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, მან თავადაც გვანიშნა, რომ თამაში აღარ შეეძლო. ეს კი კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ის მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა, Marca -მ სტატია დაწერა -  საქართველოს გმირი, რომელიც „რეალზე“ ოცნებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე
ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე"