ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელია: ,,კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გამარჯვების შემოქმედმა გააკეთა:

სანაკრებო და გუნდურ კარიერაში ორი გოლი პირველად გავიტანე. მეტოქის ასე დამარცხება მარტივი არ არის და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის გამორჩეული მატჩი სწორედ ესაა, თუმცა ნაკრების გამარჯვებით მეტად ვარ გახარებული, ვიდრე ამ ორი გოლით.

ვფიქრობ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ფეხბურთის ნაწილია, როცა ფეხბურთელი ხარ, ასეთი რაღაცები ხდება, ამიტომ აჟიოტაჟი ჩემზე არ მოქმედებს.

მინდა, გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა, ისინი ამ გამარჯვებაში დაგვეხმარნენ. სტადიონი სრულად სავსე რეგულაციების გამო არ იყო და არც დინამო არენას მსგავსად, ბევრად მეტი ტევადობისაა, თუმცა ეს ნამდვილად არ იგრძნობოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.

ამით, ჩვენი გუნდი კალენდარულ წელს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში"