ზლატანი: ,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სათანადოდ ვერ შევაფასეთ
Aa
Aa

ზლატანი: ,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სათანადოდ ვერ შევაფასეთ"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ქართულ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

მეტოქის დაუფასებლობა არ ყოფილა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სათანადოდ ვერ შევაფასეთ. იმედგაცრუებული ვარ. გამარჯვებისთვის გოლები დაგვაკლდა.

მეტოქემ შეძლო და ორი გოლი გაგვიტანა. ეს ფაქტია.  ახლა მთავარია შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ ჩავატარებთ.

შეგახსენებთ, რომ  ნაკრებების პირველი შეხვედრა სოლნას ფრენდს არენაზე, მარტში გაიმართა და ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე, სწორედ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგიანი გადაცემის შემდეგ ვიქტორ კლაესონმა გაიტანა (1-0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში
სანიოლი: ,,შვედეთის მწვრთნელს ვუპასუხებ - გაგვიმართლა? მასაც გაუმართლა პირველ შეხვედრაში"