Marca: „კვარაცხელია - ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც „რეალზე“ ოცნებობს“
Aa
Aa

Marca: „კვარაცხელია - ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც „რეალზე“ ოცნებობს“

შედიხარ Marca-ზე და ეს სათაური გხვდება. მაგარია, არა?! პოპულარული ესპანური გამოცემა საქართველო-შვედეთის მატჩის შედეგით გახარებულია და შეხვედრის მთავარ გმირ ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის. აი, რას წერენ ესპანელები:

ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედეთის ნაკრების კარში მის მიერ გატანილი ორი გოლით, ესპანეთის ნაკრებისთვის ყატარის მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იგი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად სახელდება და ქართული ფეხბურთის უდიდესი ამომავალი ვარსკვლავია. ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომლის ხილვაც ქართველებს ევროპულ გრანდში სურთ. „მჯერა, იგი მადრიდის „რეალში“ ან მიუნხენის „ბაიერნში“ ითამაშებს“, - თქვა მისმა აგენტმა. „სამეფო კლუბი“ რომ შემთხვევითი არჩევანი არ არის, ამაზე ხვიჩას მამის, ბადრის კომენტარიდან ვიგებთ: „ჩემი ყველა შვილი, ხვიჩას ჩათვლით, „რეალის“ გულშემატკივარია“.

კვარაცხელიას სააგენტო transfermarkt-ი ამჟამად 18 მილიონ ევროდ აფასებს, დიდი შანსია, უახლოეს პერიოდში ეს ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. მხოლოდ „ზენიტის“ ვარსკვლავები - სერდარ აზმუნი და მალკომი ფასობენ რუსეთის პრემიერ ლიგაში უფრო ძვირად, ვიდრე ხვიჩა. მან ჩვენს ნაკრებს უკვე გაუტანა, მეორე ტურის მატჩში, რომელიც ლუის ენრიკეს ბიჭებმა 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

საქართველოში მისი ეიმედებათ და სჯერათ, რომ იმავე დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია, როგორიც ძველმა გვარდიამ ითამაშა. ამ გვარდიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, ვლადიმერ გუცაევი ხვიჩაზე ამბობს: „იგი საკუთარ თავს მახსენებს. უდიდესი პოტენციალი აქვს. აქვს სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. და ყველაზე მთავარი - ფეხბურთით და ფეხბურთისთვის ცხოვრობს. იგი ბურთთან ერთად იღვიძებს და იძინებს“.

შვედეთის წინააღმდეგ შესრულებული დუბლი, ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავ ბენეფიტებს აძლევს, მუნდიალზე პირდაპირ მოხვდეს. თავად ხვიჩას სახელს კი კიდევ უფრო მკაფიოდ აჟღერებს და ყურადღებას იპყრობს - სატრანსფერო ბაზარი ასეთი ახალგაზრდა ტალანტების მიმართ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები