შვედეთის მწვრთნელი: ,,საქართველოს საგოლე მომენტებში გაუმართლა"
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმის სტადიონზე გამართა და გაიმარჯვა (2-0).
დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა უჩვეულოდ მოკლედ შეაფასა:
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირვე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით. ფეხბურთი სწორედ ესაა: თუ ვერ გაიტან - გაგიტანენ.
საქართველომ გაიმარჯვა და ამ გამარჯვებას ვულოცავ, ვუსურვებ წარმატებას შემდეგშიც.
ვფიქრობ, რომ საგოლე მომენტებში ჩვენს მეტოქეს გაუმართლა. მეტს ვერაფერს გეტყვით, კონცენტრაციას. მხოლოდ შემდეგი შეხვედრაზე მივმართავ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.