შენგელიას 4 ქულა - ცსკა-მ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ევროლიგის ეგიდით, „თელ ავივის მაკაბის“ სძლია. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სტუმრებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოგება „არმიელებს“ დარჩათ და ცსკა-მ 74-73 გაიმარჯვა.
ТАКАЯ НУЖНАЯ, ТАКАЯ ДОЛГОЖДАННАЯ! pic.twitter.com/Px70VOrP59
— CSKA Moscow (@cskabasket) November 11, 2021
შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 18 წუთი და 41 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი გააცუდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ევროლიგის ფარგლებში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. „არმიელების“ ანგარიშზე 5 მოგება და 4 წაგებაა და ისინი სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებენ. ცსკა მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს და „ბარსელონასთან“ ურთულესი მატჩი ელის.