სანიოლი დისკვალიფიცირებულია და შვედეთთან არ იქნება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში შვედეთს დაუპირისპირდება.
დღეს მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ნაკრები მატჩზე მწვრთნელის გარეშე წარდგება. სანიოლს ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს. ამის შესახებ შვედური გამოცემა Dagens Nyheter-ი წერს.
„საქართველოს ნაკრები კაპიტანი (ჯაბა კანკავა) დააკლდება, გარდა ამის არ იქნება მათი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელსაც ორი ყვითელი ბარათი აქვს, ამიტომ ის სათადარიგოთა სკამზე ვერ იქნება. ეს ჩვენთვის პირდაპირი უპირატესობა იქნება“.
- წერს შვედური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. შვედები კი 15 ქულით ჯერჯერობით პირველები არიან.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.