კობიაშვილი, ნოიერი, რაული - შალკეს 21-ე საუკუნის გუნდი დასახელდა
გერმანულმა ვებ გვერდმა fussballtransfers-მა გელზენკირხენის „შალკეს“ 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული შეადგინა, რომელშიც ლევან კობიაშვილიც მოხვდა.
„შალკეს“ კარს რა თქმა უნდა მანუელ ნოიერი იცავს, რომელსაც გერმანული გამოცემა ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე ასახელებს.
რაც შეეხება დაცვის ხაზს, ვკითხულობთ:
„ცენტრალური მცველები ბენედიცქტ ჰიოვედესი და მარსელო ბორდონი, შალკეს ორი დიდი ხნის კაპიტანი. მათ გვერდით არიან დაუღალავი მარჯვენა მცველი რაფინია და ქართველი ლევან კობიაშვილი“.
- წერს გერმანული ვებ გვერდი.
ნახევარდაცვის ხაზში ლეონ გორეცკა, ჯეფერსონ ფარფანი და ჯერალდ ასამოა არიან განწესებულნი.
თავდასხმაში კი ლეგენდარული რაუნ გონსალესი, ებე სანდი და კლაას იან ჰუნტელაარი იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი „შალკეს“ ღირსებას 2003-2010 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე 233 შეხვედრაში 17 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.
კობიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. „კობიმ“ ეს ისტორიული შედეგი 2005 წელს პსვ-ს წინააღმდეგ დააფიქსირა.