,,ჩვენს მცველებს შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებდა
Aa
Aa

,,ჩვენს მცველებს შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებდა" - მიქაუტაძე - ზლატანზე

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, 11 ნოემბერს, ბათუმში გამართავს.  საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა 21:00 საათიდან დაიწყება.

მომავალი შეხვედრის წინ dhnet.be-მა გიორგი მიქაუტაძის კომენტარი გაავრცელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა  ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ შეხვედრაში შვედი სუპერვარსკვლავი ჩვენი ნაკრების მცველებს შეურაცყხყოფას აყენებდა:

ზლატანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ბევრს საუბრობდა და ჩვენი ნაკრების მცველებს შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებდა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს სწორედ გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური სერენის ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელ,ი დავით ვოლკოვი. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნაკრებების პირველი შეხვედრა სოლნას ფრენდს არენაზე, მარტში გაიმართა და ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგიანი გადაცემის შემდეგ ვიქტორ კლაესონმა გაიტანა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები