საქართველო v შვედეთის ყველა ბილეთი გაყიდულია
Aa
Aa

საქართველო v შვედეთის ყველა ბილეთი გაყიდულია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, 11 ნოემბერს, ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი 15 ნოემბერს, გორში შედგება. ამით ჩვენი ნაკრები კალენდარულ წელს დაასრულებს.

საქართველოსა და შვედეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია მიმდინარე დღეს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყო. ბილეთების ფასი 5, 15 და 25 ლარი იყო. 

ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება, tkt.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომავალ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩს, ბათუმში, გულშემატკივარი დაესწრება.

სტადიონზე მოხვედრის წესები

☑ მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი / ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი / ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი /ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც).

☑ კარი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება;

☑ სტადიონის ტერიტორიაზე სოციალური დისტანციის დასაცავად სავალდებულოა პირბადის ტარება, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი;

☑ ბილეთების შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

11 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა  21:00 საათიდან დაიწყება.

ნოემბერში გასამართი ეროვნული ნაკრების ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები