ტრაგედია კრივში - 24 წლის მოკრივე რინგზე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია კრივში - 24 წლის მოკრივე რინგზე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა

კრივის სამყაროში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა და 24 წლის მოკრივე რინგზე მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. გასულ უქმეებზე, ტაურაი ზიმუნია ტინაშე მაჯონის დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ბრძოლის შემდეგ, ზიმუნია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევა იყო, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა დავკარგეთ. ტაურაისთან ერთად 4 წელზე მეტი ვმუშაობდი და მისი პროგრესი საკუთარი თვალით ვიხილე. შემიძლია გითხრათ, რომ მას წარმატებული მომავალი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს ტრაგედია დატრიალდა“, - განაცხადა ზიმუნიას ერთ-ერთმა მწვრთნელმა.

აღსანიშნავია, რომ მაჯონის ნოკაუტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა აზრით, ზიმუნიას სიკვდილში ბრალი მსაჯს მიუძღვის, რომელსაც ბრძოლა გაცილებით ადრე უნდა შეეჩერებინა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი                                                                                                                                                                                                                                                                 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები