ფრე ბერგამოში - კრიშტიანუს დუბლი და გადარჩენილი 1 ქულა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტას“ ესტუმრა და საჭრო ქულები დაკარგა. „იუანიტედი“ 2-ჯერ აგებდა, თუმცა რონალდუმ ორივეჯერ შეძლო გუნდის გადარჩენა.
გულშემატკივრებმა მხიარული შეხვედრა იხილეს. პირველ ტაიმში ბერგამოელებმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც გოლით დასრულდა. მე-12 წუთზე თავი ილიჩიჩმა გამოიჩნა. მანჩესტერელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს წონასწორობა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ აღადგინა.
მეორე ნახევარში სრული თანაფარდობა იყო. ბურთს უფრო მეტად სტუმრები აკონტროლებდნენ, მაგრამ გოლის გატანა „ატალანტამ“ მოახერხა. 56-ე წუთზე ზაპატამ დავიდ დე ხეას კარი აიღო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წაგებას არ აპირებდა და გუნდს კიდევ ერთხელ უშველა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი გაიფორმა და „წითელ ეშმაკებს“ ქულა გადაურჩინა.
სატურნირო ცხრილი
მეოთხე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. პირველ-მეორე ადგილს „ვილიარეალი“ და „იუნაიტედი“ იკავებენ. „წყალქვეშა ნავმა“ „იანგ ბოიზი“ 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილზე „ატალანტაა“ 5 ქულით, ხოლო ბოლო პოზიციაზე შვეიცარიული გუნდი 3 ქულით.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი