თბილისში, საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებული მოლდოვა გახდა
თბილისმა საერთაშორისო მედიატურნირს, კოტე მახარაძის თასს უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრების გარდა, მონაწილეობას უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი და სომხეთი იღებდნენ.
გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნული ტურნირი არ ჩატარებულა, ხოლო 2019 წელს გამარჯვებული უკრაინა გახდა.
გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: უკრაინა 1, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო
B ჯგუფი: უკრაინა , აზერბაიჯანი, ლიეტუვა, მოლდოვა
საბოლოოდ, საერთაშორისო ტურნირის თასი მოლდოვის ნაკრებს დარჩა. ფინალი მოლდოვისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გაიმართა და ანგარიშით - 4-1 დასრულდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი უკრაინის წინააღმდეგ დამარცხდა (3-4) და მესამე ადგილის შანსი ხელიდან გაუშვა.
მატჩები სპორტის აკადემიის საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.
პროექტის მხარდამჭერი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი გახლდათ, ხოლო ინიციატივა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის.
მედიატურნირის პრეზენტაციის კადრები
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი