ცნობილია რომელი ქალაქი და სტადიონი უმასპინძლებს საქართველოს თასის ფინალს
Aa
Aa

ცნობილია რომელი ქალაქი და სტადიონი უმასპინძლებს საქართველოს თასის ფინალს

მიმდინარე დღეს, წილისყრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები გამოარკვია.

შუქურა v სამგურალი / საბურთალო v დინამო ბათუმი

აღნიშნულის გარდა შევიტყვეთ, რომ ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მასპინძლის სტატუსით ქობულეთის შუქურასა და წყალტუბოს სამგურალის წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასი 2015/16 წლების სეზონში სწორედ ქუთაისში აღიმართა, სადაც დინამო თბილისმა სიონი მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეცამეტედ ასწია, რაც ამ დრომდე საუკეთესო მაჩვენელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში აღარ გასულა.

სხვადასხვა დროს საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრას დინამო არენამ (თბილისი), მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა (თბილისი), რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა (ქუთაისი), ასევე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა (გორი), ანგისამ (ბათუმი) და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა (ზესტაფონი) უმასპინძლა.

2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები