ხიზანიშვილი: ,,მხოლოდ სანიოლი არ უნდა მოგვერგოს, ხელი თავადაც უნდა შევუწყოთ"
ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ თემებს მიმოიხილავენ.
ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხის, მათ შორის, ფრანგი სპეციალისტის მიდგომებზე ისაუბრა.
ზურაბ ხიზანიშვილი
ვილი უფრო გერმანელია, ვიდრე ფრანგი იმ დისციპლინიდან გამომდინარე, როგორც მუშაობს. ყოველთვის ყველაფერი გაწერილი აქვს. ეს თავად ფეხბურთელებმაც აღნიშნეს.
ვილი ამბობს, როცა თავისუფალი დროა ფეხბურთელს ყველაფერი შეუძლია. ზუსტად ასე ხდება ევროპაში. ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ეს მიდგომა ძალიან სწორი და სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთელებს თავისუფლება სჭირდებათ. როცა თავისუფალი დრო გაქვს, ფეხბურთელი აღარ უნდა შეზღუდო.
როცა ევროპული სპეციალისტი ჩამოდის, ბევრი დრო სჭირდება-ო, ამბობენ. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. მხოლოდ ის კი არ უნდა მოგერგოს, ჩვენც უნდა მოვერგოთ მას, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ.
ევროპაში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს და ვილის ეს მენტალიტეტი მათთვის ადვილადაა აღსაქმელი. ასე, რომ მწვრთნელებს და ფეხბურთელების ურთიერთობას შორის დიდი აცდენა არ არის.
ეროვნულ ნაკრებამდე, ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო იქამდე, 21- წლამდე ნაკრებში გია გეგუჩაძისა და გია ცეცაძის ასისტენტად მუშაობდა.
რაც შეეხება ვილი სანოლს, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა. სპეციალიტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიზნები შესრულდება, სანიოლის არსებულ კონტრაქტს კიდევ 2 წელი მიემატება.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი